გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიამ სანაკრებო მატჩების წინ ტრავმა მიიღო

გააზიარეთ

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი შინ მურსიასთან დათმო. ვილ კლაიბერნმა შეხვედრა ორი ქულით დაასრულა და, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კატალონიელთა მარცხისა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვლავ საუკეთესო იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს ფეხი აიტკია და მოედანი დატოვა.

როგორც ბარსელონას ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, მას მარცხენა კოჭი დაუზიანდა და შესძლებს თუ არა თამაშს, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა. მისი ტრავმა ამ პერიოდში იმიტომ გვაშინებს, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ მოედანზე 25 წუთზე მეტი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი და 11-დან ცხრა საჯარიმო ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან კი ყველა აუცდა. თუმცა, მაინც ყველაზე შედეგიანი იყო კატალონიურ გუნდში.

კატასტროფული სტარტის შემდეგ ბარსელონამ სამივე პერიოდი მოიგო,  მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩამორჩენა, ეს მოსაგებად აღარ ეყო. პირველი ათწუთეული სტუმრებმა 34:16 მოიგეს. 18-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას ბარსა მეორე პერიოდიდან შეუდგა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყო.

საბოლოოდ შეხვედრა მურსიამ 81:78 მოიგო და ოთხი მოგებითა და ერთი მარცხით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ბარსელონა კი, ხუთი მატჩიდნ მხოლოდ ორი მოგებით მე-10 ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი