გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას კარგი გარჯა და ბარსელონას გამარჯვება

გააზიარეთ

ევროლიგაში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მორიგი მატჩი მოიგო. კატალონიელებმა სტუმრად ვილერბანი 98:91 დაამარცხეს.

ჩვენებურს კი, ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. თოკომ პარკეტზე 22:47 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ რვიდან ექვსი ორქულიანი, ხოლო ერთი სამქულიანი და შვიდი საჯარიმო შეუცდომლად ისროლა. პასივში სამი დაკარგვა კი ჰქონდა, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ კევინ პანტერს (34) ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა.

ბარსელონა 16 მოგებითა და რვა მარცხით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, საბერძნეტში, ოლიმპიაკოსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი