გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია ევროლიგაში ტურის MVP-ს კანდიდატია

გააზიარეთ

ევროლიგის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას შანსი აქვს ტურის MVP გახდეს. ჩვენებურს ჩინებული თამაში ჰქონდა ბელგრადში პარტიზანთან, სადაც ბარსელონამ 78:76 იმარჯვა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 29:45 წუთი გაატარა. თოკოს მონაგარი ამ დროში 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტმა 42 შეადგინა. ეს კი დიდი შანსია მთლიანად ტურის MVP-სთვის საკმარისი გამოდგეს. შენგელიამ ხუთიდან ოთხი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ისე ჩააგდო, რომ ბურთი არ დაუკარგავს.

ბარსელონას ევროლიგაში ხუთი მოგება და სამი მარცხი მოუგროვდა და მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 ნოემბერს, ბარსელონას „ელ კალისიკო“ აქვს – შინ მადრიდის რეალს დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი