გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია თასზე დარჩა, შერმადინი გავარდა

გააზიარეთ

ესპანეთის სამეფო თასზე თორნიკე შენგელიას ბარსელონა ნახევარფინალში გავიდა, ხოლო გიორგი შერმადინის ტენერიფე ტურნირს დაემშვიდობა.

ბარსამ საკუთარ მოედანზე მურსია 91:85 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოინაგრა.

ბარსელონა ნახევარფინალში ბასკონიას ეთამაშება, ვისთანაც ტენერიფე დამარცხდა. გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად თამაშობდა და 81:91 წააგო.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 16:53 წუთი გაატარა და 8 ქულასთან ერთად და 3 მოხსნა მიითვალა.

ბარსელონა და ბასკონია 22 თებერვალს ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი