გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინის და ტენერიფეს ზედიზედ 30-ე საშინაო მოგება

გააზიარეთ

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაში მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელებმა ამჯერად ებრაულ ბნეი ჰერცლიას უმასპინძლეს და 105:85 განადგურეს.

ეს გახლდათ ტენერიფელთა ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება და ყველა ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო გიორგი შერმადინმა. ბოლოს ტენერიფე შინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი 2021 წლის დეკემბერში, გერმანულ ლუდვიგსბურგთან წააგო და მაშ შემდეგ 30 შეხვედრაში მარცხის გემო არ იცის.

რაც შეეხება ბნეი ჰერცლიასთან მატჩს, საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16:21 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა ცხრიდან ხუთი ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფე D ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 28 ოქტომბერს, სტუმრად, თურქულ თოფაშთან ჩაატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი