გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ცხოვრებაძის ზაგრების მეექვსე მარცხი

გააზიარეთ

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ძალიან ცუდი შედეგები აქვს გიორგი ცხოვრებაძის ზაგრებს. ჩვენებურის გუნდმა მეექვსე ტურში სეგედს უმასპინძლა და 23:28 დამარცხდა.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ასეც დასრულდა – 10:10. მეორეში უკვე სტუმრებმა იძალეს. ცხოვრებაძემ სეგედს სამი გოლი გაუტანა.

ზაგრებ ექვსიდან ექვსი წაგება აქვთ და, ცხადია, სატურნირო ცხრილშიც ბოლო ადგილზე არიან. აი, ხორვატიის ჩემპიონატში კი სრულიად საპირისპირო მაჩვენებელი აქვთ ؎ შვიდიდან შვიდი მოგება.

ზაგრებს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩი ურთულესი ექნება, რადგან ლიდერ მაგდებურგს ესტუმრება. მანამდე ორჯერ ხორვატიის ჩემპიონატში ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ხელბურთი