გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წიტაიშვილმა ტოპ ლიგაში გოლითაც შეაბიჯა

გააზიარეთ

გიორგი წიტაიშვილი გახდა 22-ე ქართველი ფეხბურთელი, ვინაც ტოპ-ლიგაში გოლი გაიტანა, ხოლო მესამე ვინც ეს მეცის მაისურით მოახერხა.

ეს დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში მოხდა: წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის მეცი სტუმრად ბრესტს ეთამაშა და მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-10 წუთზე გაშვებული პენალტით 2:3 დამარცხდა.

მეცი მანამდეც ორჯერ აგებდა, მაგრამ ორივეჯერ მოახერხა გათანაბრება (წიტაიშვილმა პირველმა), მესამე კი იმ დროს გაუშვა, როდესაც დრო აღარ ჰქონდა.

აქვე ყველა ქართველი ფეხბურთელის სია, ვისაც ტოპ-ლიგებში გაუტანია:

ხვიჩა კვარაცხელია (33); ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი (32-32); გიორგი მიქაუტაძე (27); კახა კალაძე (13); გია გურული (12); ლევან მჭედლიძე (11); ზურიკო დავითაშვილი (9); თემურ ქეცბაია (8); გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი (7-7); ბუდუ ზივზივაძე (3); კახა ცხადაძე, რევაზ არველაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი აბუაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი დემეტრაძე (1-1).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები