გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხავი გრასია: ჩაკვეტაძის პროგრესით კმაყოფილი ვარ

გააზიარეთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ მეორედ ითამაშა. თუ პირველად მოედანზე მხოლოდ 15 წუთით შეუშვეს, ბირმინგემის (1:2) წინააღმდეგ 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ნახევარი საათს დასჯერდა.

ჩაკვეტაძე მოედანზე მაშინ შევიდა, როდესაც მისი გუნდი ორი ბურთით აგებდა და ორ წუთში საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა.

ამ მცირე დროში ჩვენებურს ცუდად არ უთამაშია: სამიდან ორი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა; ბურთს 24-ჯერ შეეხო და 16 ზუსტი პასი გააკეთა.

მატჩის შემდეგ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა.

„მისი ოსტატობა დღითიდღე უმჯობესდება და ამას ყველა ამჩნევს. ჩაკვეტაძეს ვარჯიში და მეტი სათამაშო წუთები სჭირდება, რათა თავის საუკეთესო ვერსია წარმოგვიდგინოს. თუმცა, მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო თამაშებში უფრო ძალიან დაგვეხმარება“, – თქვა გრასიამ.

უოტფორდს ჩემპიონშიპში 18 მატჩში 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 დეკემბერს, ნორვიჩს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები