გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 234-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა 5 აპრილს მიიღო. თითქოს ყველაფერი მალე უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ზაფხულში გაუმიზეზდა და გამოჯანმრთელების პროცესი თითქმის რვა თვე გაჭიანურდა. ჩვენებურმა ვარჯიში ორიოდე კვირის წინ განაახლა, მოედანს კი პრესტონთან (1:1) გუშინდელ მატჩში დაუბრუნდა.

ჩაკვეტაძე თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. მართალია, ამ დროში თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ფორმაში შევა და ნაკრებსაც დაეხმარება.

უოტფორდი 24 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1 დეკემბერს, ბირმინგემ სიტის ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები