გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ხატიაშვილი შეაქეს, შერმადინი ხუთეულში მოხვდა

გააზიარეთ

17 წლის ქართველი კალათბურთელი მათე ხატიაშვილი ესპანური ბასკონიას ძირითად გუნდს ნელ-ნელა უშინაურდება. სარაგოსასთან მატჩში მოედანზე 08:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მათემ ორივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, დაკარგვა არ ჰქონია, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

ხატიაშვილის შესახებ ესპანური მედია წერს:

„ანგარიშიდან გამომდინარე, პაოლო გალბიატიმ შანსი გამოიყენა და განაცხადში მყოფი სამივე ახალგაზრდა კალათბურთელი ათამაშა. უქულოდ არცერთი დარჩენილა, მაგრამ მათე ხატიაშვილმა სხვებზე მეტი დრო მიიღო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბასკონიას აკადემია კარგად მუშაობს”.

ბასკონიას 17 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესაში მხოლოდ რეალსა და ვალენსიას ჩამორჩება. ხატიაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი მანრესასთან ელის.

ვეტერანი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი, ვისაც 37 წელი შეუსრულდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ესპანურმა კლუბმა მეოთხედფინალის საშინაო მატჩში გალათასარაის 84:83 სძლია. შერმადინი სასტარტოში იყო და 19:55 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი, 18-ს გაუტოლდა.

ქართველი კალათბურთელის გარდა, ტურის სიმბოლურ ხუთეულში ტენერიფეს კიდევ ერთი წევრი პატი მილსი, ჯასტინ კობსი (უნიკახა, ესპანეთი), ფრენკ ბარტლი (აეკ, საბერძნეთი) და არტურას გუდაიტისი (რიტასი, ლიეტუვა) მოხვდნენ.

ტენერიფე სერიაში დაწინაურდა. საპასუხო თამაში 8 აპრილს სტამბულში გაიმართება.თუ საჭირო გახდა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი 15 აპრილს ესპანეთშია ჩანიშნული.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი