გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხორვატია, შვედეთი, უკრაინა – გულიაშვილზე მოთხოვნაა

გააზიარეთ

ბოსნიური მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და სარაევოს ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ევროპული გუნდების ყურადღების ცენტრში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის შემტევით ზაგრების დინამოა დაინტერესებულია. თუმცა დინამო ერთადერთ გუნდი არაა, რომელიც ჩვენებურით ინტერესდება. ასევე საუბარია შვედურ აიკ-ზე და კიდევ ერთ უკრაინულ კლუბზე, რომლის სახელიც მედიას არ უწერია. ერთია, როგორც შვედური, ასევე უკრაინული კლუბის თავდაპირველი შეთავაზება უარყოფილია.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ დახურულა და, როგორც სარაევოში აცხადებენ, გადაწყვეტილებას მხოლოდ განსაკუთრებული შეთავაზების შემთხვევაში მიიღებენ.

შეგახსენებთ, გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები