გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალსა და 2 მარტს ორ მატჩს დანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი სკანდინავიელებთან მატჩებისთვის მზადებას 17 თებერვლიდან დაიწყებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო ნაკრების გაფაროებული შემადგენლობა:

მარკიზ რიდი (ტრაბზონი, თურქეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (ორივე კსუ), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), ლუკა ზაქრაძე (რაში), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, რომან ჭინჭარაული (ყველა მარგვეთი), ლევან გოგიჩაიშვილი, ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ყველა ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), თორნიკე შენგელია (ბარსელონა) ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია), ვილი ისიანი (რუსთავი).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა გასული წლის ნოემბერში შინ უკრაინასთან 79:92 წააგო, რასაც ესპანეთში მარცხი მოჰყვა – 61:90. შედეგად, ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ძალიან გაირთულეს და ახლა დანიასთან ორივე თამაშის მოგება მნიშვნელოვანია.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი