
საქართველოს 15-ქალა ნაკრები მომავალ კვირაში რუმინეთში გაემგზავრება და რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში 22 ნოემბერს მასპინძლებთან პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს.
რაგბი ევროპა ახლა იწყებს 15-ქალა ტურნირების ორგანიზებას, ამიტომ ფორმატის კუთხით ბევრი რამ გაურკვეველია. მეტიც – გუნდებს არ აქვთ წინასწარ გაწერილი კალენდარი და თამაშებს ინდივიდუალურად ათანხმებენ.
მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე მომავალს იმედიანად უყურებს:
„ჯერჯერობით ბუნდოვანი სურათია, რადგან ტურნირის ფორმატიც არ არის გარკვეული, თუმცა, როდესაც ახალ საქმეს ეჭიდები, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგა და ახლა ჩვენ ამ პროცესს გავდივართ.
ჩვენ ვმუშაობთ ქალთა რაგბის განვითარების სამწლიან გეგმაზე და კონფერენც დივიზიონში ჩართვა, თუნდაც ასეთი ფორმით, გოგონებისთვის დიდი მოტივაცია იქნება. ვფიქრობ, ამ თამაშს ბევრი კუთხით ექნება დადებითი გავლენა.
ისევე, როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, 15-ქალა ნაკრები ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და მაისურაძეს მეტოქის შესახებ ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ აქვს. საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა პირველი ისტორიული თამაში ამა წლის გაზაფხულზე გამართა და ყაზახეთს ქუთაისში ორჯერ შეერკინა:
„სამწუხაროდ მეტოქეზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. მათ პირველი ოფიციალური შეხვედრა შარშან გამართეს და კონფერენც დივიზიონის ფარგლებში ბულგარეთი დაამარცხეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ამ შეხვედრის ჩანაწერი ვერსად ვნახეთ. დიდი ალბათობით რუმინეთიც ჩვენი დონის გუნდი იქნება, რადგან ისინიც პირველ ნაბიჯებს დგამენ. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდებით და აქცენტი სრულად ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე კეთდება…
ვუყურე ჩვენი და ყაზახეთის ნაკრებების თამაშების ჩანაწერს, რამაც გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მომცა. ვეცადეთ ხარვეზების გამოსწორება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ვარჯიშებზე ბევრი რამ კარგად გამოდიოდა, მაგრამ რა იქნება რეალური წნეხის ქვეშ მოედანზე გამოჩნდება. აქამდე გვქონდა მხოლოდ ერთი მართვადი ვარჯიში 18 წლამდე აკადემიის ბიჭებთან, მაგრამ ეს შეფასების გასაკეთებლად საკმარისი არაა“.
საქართველოს რაგბის კავშირი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან (ჩეხეთი, ხორვატია, შვეიცარია), რათა მომავალი წლის დასაწყისში ორი თამაში გამართოს, როგორც კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, ასევე ამხანაგურად. ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას რაგბი ევროპასთან, რათა 2026 ან 2027 წელს ჩვენი გოგონები რაგბი ევროპის მეორე დივიზიონში, ალაფაში ჩაერთოს, სადაც სისტემა შედარებით გამართულია, ვიდრე კონფერენც დივიზიონში.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 1 დღის agoეკიპი: რენთან თამაში კვარას აქტივია
გააზიარეთფრანგული პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-15 ტურში, რენის (5:0) წინააღმდეგ დუბლი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი