გამოგვიწერეთ

ნაკრები

17 წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩრდილოეთ მაკედონიელებს 24 თებერვალს რუსთავში, ხოლო 26 თებერვალს – თბილისში ვუმასპინძლებს.

ალექსანდრე კობახიძის გუნდმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშა. შეკრებას, ტრავმის გამო გერმანული ნიურნბერგის ფეხბურთელი არი დემირი გამოაკლდება. თუმცა, ირლანდიური შემროკ როვერსის შემტევი მათე ისაკაძე შეუერთდა.

17 წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გივი წიკლაური (ლოკომოტივი), მათე ჭელიძე (დინამო თბ), საბა ცარციძე (კოლხეთი ფ);

მცველები: ლუკა შარიქაძე, იოანე გოგიჩაიშვილი, დავით ცქვიტაია, ანდრია ლოლუა, ანზორ ცირამუა, ალიკა გეთიაშვილი (ყველა დინამო თბ), საბა კილაძე (იბერია 1999), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია);

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა, გიორგი ლაგვილავა (ორივე ტორპედო), საბა შარვაშიძე (დინამო თბ), საბა ავდოევი (იბერია 1999), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), რეზი გაზდელიანი (სიონი), ბექა ბარამიძე (დინამო ბთ), გიორგი ჯამარაული (მეშახტე), მათე ისაკაძე (შემროკი, ირლანდია);

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე, გიორგი გორგაძე (ორივე დინამო თბ), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო).

10-16 აპრილს 17 წლამდე ნაკრები სარეიტინგო ტურნირში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად უელსი, სან მარინო და ანდორა ეყოლება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები