გამოგვიწერეთ

კალათბურთი

18 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაიწყებს

გააზიარეთ

24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ხორვატია 18 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია და უნგრეთი ეყოლება.

ქართველი კალათბურთელები 24 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდებიან, 25 ივლისს – შვედეთს, 28 ივლისს – ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხოლო 29 ივლისს – უნგრეთს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ ხორვატიისთვის ასეთი შემადგენლობა გამოიძახა: დავით ფაჩულია, გაბრიელ ბალანჩივაძე, საბა ფაჩულია, ილია ქურდაძე, გიორგი გოგოლაშვილი, ილია სულაძე, მათე ყავლაშვილი, ირაკლი ქარდავა, დავით ტრაპაიძე, სანდრო შერვაშიძე, აკმალხან აუბაკიროვი, მათე ხატიაშვილი.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ყველა ადგილი გათამაშდება, A დივიზიონის საგზურებს კი, სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა ელიტაში გადასასვლელად ბრძოლა გააგრძელოს, ჯგუფურ ეტაპზე ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა საჭირო.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი