გამოგვიწერეთ

ხელბურთი

18 წლამდე ნაკრებმა მზადება წაუგებლად დაასრულა

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიური ამხანაგური მატჩების ტურნე, რომელიც თელავის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა, წაუგებლად დაასრულა. ჩვენმა გუნდმა მესამე და დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა ალკალოიდთან ფრედ – 36:36 ითამაშა.

საქართველოს ნაკრებიდან შედეგიანობით გამორჩეული მატჩი ჰქონდათ სანდრო შიოშვილს, რომელმაც რვა გოლი გაიტანა; შვიდი გოლით მეორე შედეგი ჰქონდა ნიკოლოზ მამულაშვილს; ექვსი გოლი საბა ბუიღლიშვილმა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და გოლების სტატისტიკა ასეთია:: თორნიკე გაგუა, საბა დიასამიძე, გიორგი კენჭაძე, დიმიტრი თორია (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა შუბაშიშვილი (2), ნიკოლოზ მამულაშვილი (7),  სანდრო ბოჟაძე (1), გიორგი კაპანაძე (4), საბა ბუიღლიშვილი (6), საბა ფუტკარაძე (2), ალექსანდრე შიოშვილი (8), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე, ნიკოლოზ ბოჟაძე, დავით ხელისუფალი (3).

შეგახსენებთ, შოთა თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მატჩში პროლეტი“ 30:27 დაამარცხა, მეორე მატჩში კი, აეროდრომს 33:25 აჯობა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი