გამოგვიწერეთ

ხელბურთი

18 წლამდე ნაკრებმა შეკრება მოგებით დაიწყო

გააზიარეთ

2026 წლის აგვისტოში, თელავში 18 წლამდე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში შეკრებაზე ჩავიდა, სადაც სამი მატჩი აქვს დაგეგმილი.

აქედან ერთი უკვე ითამაშა და იქაური სუპერლიგის კლუბი პროლეტი 30:27 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მამულაშვილი იყო, რომელმაც შვიდი ბურთი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და გოლების სრული სტატისტიკა ასეთია::

დიმიტრი თორია (1), სანდრო ბოჟაძე (2), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), დავით ხელისუფალი (1), ალექსანდრე შიოშვილი (5), საბა ფუტკარაძე (2), გიორგი კაპანაძე (6), საბა შუბაშიშვილი (3),  ნიკოლოზ მამულაშვილი (7), საბა ბუიღლიშვილი (1), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე, ნიკოლოზ ნარიმანიძე.

როგორ გითხარით, ქართველი ხელბურთელები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ და მეტოქეებად ისევ ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერლიგელები ეყოლება – აეროდრომი და ალკალოიდი.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი