გამოგვიწერეთ

ნაკრები

19 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდს იწყებს

გააზიარეთ

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, 12-18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ხორვატიას, სერბეთსა და გიბრალტარს ჯგუფიდან გასასვლელად შეერკინება.

ოთგუნდიანი ჯგუფიდან, ელიტ რაუნდში თამაშის უფლებას ორი მოიპოვებს. თუმცა, შანსი მესამე ადგილზე გასულ ნაკრებსაც ექნება, თუ ამ მაჩვენებელში საუკეთესო იქნება.

მოახლოებული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ, 22 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაშია 16 წლის ანდრია ბართიშვილი, რომელიც აქამდე 17-წლამდელებში გამოდიოდა.

სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (სენ ჟილი, ბელგია), დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი ღონღაძე (ორივე დინამო თბ);

მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, დაჩი გოგოლი (ლოკომოტივი თბილისი), მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, ნიკოლოზ გვაზავა, შოთიკო დიაკონიძე (ყველა დინამო თბ), ალექსანდრე ამისულაშვილი, საბა მურვანიძე (ორივე იბერია), ლუკა კუპრავა (ტორპედო);

ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი, ანრი ძნელაძე, საბა ნიორაძე, რეზი დანელია (ყველა დინამო თბ), სანდრო რატიანი (იბერია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (შარლერუა, ბელგია);

თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი (იბერია), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბ), დავით კუტალია (თელავი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).

ჯგუფური ეტაპის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს, ჩვენების განრიგი კი, ასეთია:

12 ნოემბერი: ხორვატია-საქართველო;

15 ნოემბერი: სერბეთი-საქართველო;

18 ნოემბერი: გიბრალტარი-საქართველო.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები