გამოგვიწერეთ

ნაკრები

19 წლამდე ნაკრები ხიზანიშვილს ჩააბარეს

გააზიარეთ

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს, ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.

ხიზანიშვილის სამწვრთნელო საქმიანობა 2017 წელს, 21 წლამდე ნაკრებით დაიწყო, სადაც სამი წელი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო. ასევე, 2019 წლიდან, ზურას ხელმძღვანელობით 16 წლამდე ნაკრები 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებოდა, რომელიც 2020 წელს, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო აღარ ჩატარდა. 2021 წლიდან კი ხიზანიშვილი ეროვნულ გუნდში ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ.

ხიზანიშვილს დანიშვნა მიულოცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

„პირველ რიგში, ზურას ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო. ხიზანიშვილი იმ სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელმაც შარშან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნიშნული იყო.

ასევე მინდა წარმატება ვუსურვო ზურას და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს მოახლოებულ 19-წლამდელთა შესარჩევში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება“, – თქვა იაშვილმა.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, 2026 წელს ახალი ფორმატის შესარჩევი ციკლით დაიწყებს, რომლის წილისყრაც დღეს, ნიონში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები