გამოგვიწერეთ

ნაკრები

20 წლამდე ნაკრები მსოფლიოსთვის აფრიკაში მოემზადება

გააზიარეთ

საქართველოს 20 წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკაში გასამართი საერთაშორისო სერიისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობაში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. 30-დან ექვსი მორაგბე ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ: რვა ქუთაისის აიადანაა, ექვსი თბილისის ლელოდან, სამი თბილისის არმიადან, ორ-ორი რუსთავის ხარებიდან და თბილისის ხვამლიდან, თითო-თითო კი, სტეფანწმინდის ყაზბეგიდან, ფოთიდან და თბილისის ლოკომოტივიდან.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე საქართველოს გარდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ჩილეს გარდა, სამივე გუნდი 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირი სელექციასა და სათამაშო სქემების დახვეწას ემსახურება.

რაც შეეხება 20-წლამდელთა ჩემპიონატს, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

ვიქტორ კოლელიშვილის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე:

შერკინება: აჩი ნოზაძე, დაჩი ჭელიძე, ლუკა იასეშვილი, დავით არჩვაძე, ნიკოლოზ ღარიბაშვილი, გიორგი აღნიაშვილი, ლევან ეზიეშვილი, ნიკოლოზ კუმარიტოვი, გაბრიელ რაზმაძე, პაატა ჩაკვეტაძე, ნიკა ჩხორთოლია, გიორგი მეფარიშვილი, თორნიკე ტორაძე, ირაკლი ყოლბაია, ლუკა ნარსია, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე;

ხაზი: დაჩი წიკლაური, გოგა უშვერიძე, თემურ ძოძუაშვილი, დემეტრე დევდარიანი, მათე მახარაძე, ლეონიდე სალდაძე, დათა ახვლედიანი, საბა შარვაშიძე, დათა არობელიძე, ნიკა ხალვაში, ავთანდილ ზვიადაძე, ლუკა ტაბატაძე, საბა ნატროშვილი.

ტურნირის კალენდარი:

21 მაისი. საქართველო-ფიჯი; სამხრეთ აფრიკა-ჩილე;

26 მაისი. ჩილე-საქართველო; სამხრეთ აფრიკა-ფიჯი;

31 მაისი. ფიჯი-ჩილე; სამხრეთ აფრიკა-საქართველო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები