გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

20 000-მა ფეხბურთელმა 11 შეარჩია

გააზიარეთ

პროფესიონალი ფეხბურთელების მსოფლიო ასოციაციამ (FIFPro) 2025 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა. თერთმეტეული მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულმა 20 000-მა პროფესიონალმა ფეხბურთელმა შეარჩია.

გუნდში ხუთი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენიდან მოხვდა და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან პარიზელებმა წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. სიმბოლურში ორ-ორი ფეხბურთელი მოხვდა ესპანური გრანდებიდან – მადრიდის რეალიდან და ბარსელონადან, ხოლო თითო ლივერპულიდან და ჩელსიდან.

FIFPro-ს სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/სიტი)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში (ორივე პსჟ), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული);

ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), პედრი (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (რეალი), კოულ პალმერი (ჩელსი);

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), კილიან მბაპე (რეალი), უსმან დემბელე (პსჟ).

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ევროტურნირები