გამოგვიწერეთ

ნაკრები

23 სრულად ვარჯიშობს, ორი – ინდივიდუალურად

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდს შუერთდა გიორგი ქოჩორაშვილი. გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე კი, ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას.

ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების შესახებ ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.

„ვემზადებით მოახლოებული მატჩებისთვის. ძალიან რთული თამაშები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. ბიჭები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.

შეგახსენებთ, წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები