გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

FIFA-მ ნომინანტები გამოქვეყნა, ჯერი გამოკითხვაზეა

გააზიარეთ

FIFA-მ 2025 წლის ნომინანტები დაასახელა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვებ-გბერდზე წლის საუკეთესობის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს.

11 ფეხბურთელის ნომინირებულის სია ასეთია:

უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი), კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი), ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია), კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა, ესპანეთი), რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ვიტინია (პსჟ, პორტუგალია), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი).

წლის მწვრთნელის ნომინაციაზე შვიდი სპეცილისტია წარდგენილი: ხავიერ აგირე (მექსიკის ნაკრები), მიკელ არტეტა (არსენალი), ლუის ენრიკე (პსჟ), ჰანსი ფლიკი (ბარსელონა), ენცო მარესკა (ჩელსი), რობერტო მარტინესი (პორტუგალიის ნაკრები), არნე სლოტი (ლივერპული).

წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტების სია კი, ასეთია: ალისონ ბეკერი (ლივერპული), ტიბო კურტუა (რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/სიტი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), დავიდ რაია (არსენალი), იან ზომერი (ინტერი), ვოიცეხ შჩესნი (ბარსელონა).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები