გამოგვიწერეთ

ძიუდო

IJF-მა რუს ძიუდოისტებს ასპარეზობის უფლება მისცა

გააზიარეთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუსი სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა. რუსი ძიუდოისტები ხვალიდან, აბუ დაბის გრანდსლემიდან შეძლებენ საკუთარი ქვეყნის დროშითა და ჰიმნით იასპარეზონ.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში მიერ გაჩაღებული ომის გამო, რუსეთს ყველა საერთაოშირისო ფედერაციამ ბანი დაადო. თუმცა, IJF-ში სხვანაირად ფიქრობენ და თვლიან, რომ ხელისუფლებების ქმედებებზე ათლეტები პასუხისმგებელნი არ უნდა იყვნენ.

შეგახსენებთ, JIF-მა შეჯიბრებებში სახელმწიფო დროშით ასპარეზობის უფლება მაისში, ბელარუს სპორტმსენებსაც მისცა, რომლებიც ასევე ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდნენ.

„სპორტი უნდა იყოს პოლიტიკისგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი და თავისუფალი. ძიუდო, რომელიც საკაცობრიო ფასეულობებზე, ერთობასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის პლატფორმად გადაქცევას ვერ დაუშვებს.

IJF-ის აღმასკომმა ხმა მისცა რუსი სპორტსმენებისთვის ეროვნული დროშით, სიმბოლიკითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლების დაბრუნებას. ძიუდო ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს მეგობრობას, პატივისცემას, სოლიდარობასა და მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

IJF-ის ამ გადაწყვეტილებას უკრაინელები არ ეთანხმებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ძიუდო