გამოგვიწერეთ

ძიუდო

IJF-ს ფავორიტებში ლიპარტელიანი და ბექაურია

გააზიარეთ

27 თებერვალს ტაშკენტის გრანდ სლემი იწყება, სადაც საქართველოს დელეგაციაც იქნება. ტურნირზე ვაჟთა შორის ყველა წონაში ორ-ორი ძიუდოისტი გვეყოლება, ხოლო ქალთა შორის ერთადერთი წარმომადგენელი.

ვაჟთა შორის იჭიდავებენ ლუკა გადელია, მათე გოგობერიშვილი (60), თემურ ნოზაძე, თორნიკე მაზიაშვილი (66), მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (73), დიმიტრი გოჩილაძე, ირაკლი ბეროშვილი (81), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (90), ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი (100), საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი (+100). ქალთა შორის კი, ეთერ ლიპარტელიანი (57).

ტაშკენტის გრანდ სლემის დაწყებამდე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავების შესახებ დაწერა. მათ შორის ორი ქართველი მოხვდა.

ერთი ეთერ ლიპარტელიანია. აი, რა წერია ვებგვერდზე:

„ქალთა შორის 57 კილოგრამამდე წონით კატეგორია არანაკლებ მიმზიდველი იქნება. საქართველოს წარმომადგენელი ეთერი ლიპარტელიანი, საკუთარი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონია, ტაშკენტშიც პირველ ნომრად არის განთესილი და ტურნირზე აშკარა ფავორიტად გამოვა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფრანგი ფაიზა მოკდარი, რომელიც ამ თვის დასაწყისში პარიზში მესამე ადგილზე გავიდა, ტაშკენტში კი, მესამე დიდი სლემის ტიტულის დამატებას შეეცდება. აქვეა ხორვატი ანა ვიქტორია პულიჟი, დიდი სლემის ორგზის ფინალისტი, რომელიც ამ დონეზე პირველი ოქროს მედლის ძიებას აგრძელებს“.

ალბათ გასაკვირი არ იქნება, რომ მეორე ქართველი, რომელიც IJF-მ გამოარჩია, ლაშა ბექაურია.

„90 კგ კვლავ დაძაბული იქნება, მაგრამ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატი იქნება.

ფენომენი ლაშა ბექაური ტაშკენტში იასპარეზებს, რომელიც ორი წლის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, პოტენციურ მესამე ოლიმპიურ ტიტულს ელოდება. ბექაური 2025 წელს აბუ დაბიში ბოლო დიდი სლემის გამარჯვების შემდეგ ბრუნდება. როდესაც ქართველი ტატამიზე გავა, უნდა დაჯდეთ და ისიამოვნოთ. მასზე უდიდესი მოლოდინია, რადგან მთელი ძიუდოს სამყარო მის ტატამიზე გამოჩენას ელოდება“.

ლიპარტელიანი 27 თებერვალს იჭიდავებს, ხოლო ბექაური ტატამიზე 1 მარტს გავა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ძიუდო