გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

The Sun: მამარდაშვილი იჯარით წავა

გააზიარეთ

ბრიტანული გამოცემის, The Sun-ის ინფორმაციით, ლივერპულისა და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულს მერსისაიდულ კლუბს იჯარით დატოვებს.

ამ დროისთვის ლივერპული არ გეგმავს მთავარ მეკარესთან, ალისონ ბეკერთან განშორებას, ხოლო ჩვენებურისთვის მუდმივი სათამაშო დრო მნიშვნელოვანია.

ადრე იწერებოდა, ალისონის ტურინის იუვენტუსში შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ინგლისელებმა ბრაზილიელის გუნდში დატოვება გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა გასულ სეზონში ლივერპულის მაისურით 20 მატჩი ითამაშა და 34 გოლი გაუშვა, კლუბთან კონტრაქტი კი, 2031 წლამდე აქვს გაფორმებული.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები