გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

UEFA-მ მომავალ სეზონში სამ მატჩს ბანი დაადო

გააზიარეთ

UEFA ჩემპიონთა ლიგისთვის ახალ ფორმატს ამზადებს. უფრო სწორად, მოამზადა და საქმეში მომავალი სეზონიდან შევა. საქმე ის არის, რომ ბოლო ორი წელია ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით იმართება. რეგლამენტის თანახმად ერთი გუნდის მეტოქეებიდან მაქსიმუმ ორი შეიძლება იყოს იმავე ქვეყნიდან. UEFA-მ რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა და გაისად, ლიგის ფაზაში ლივერპული-რეალი ერთმანეთს ინგლისში ვეღარ შეხვდებიან.

ეს გუნდები ერთმანეთს გასულ წელსაც „ენფილდზე“ შეხვდნენ და, დღესაც, ერთმანეთში იქვე ითამაშებენ. ახალი რეგლამენტით კი, ლიგის ფაზაში ერთი და იგივე გუნდების მატჩი ზედიზედ სამჯერ ვერ გაიმართება, მაგრამ, შესაძლოა, შეიცვალოს მასპინძელი. ანუ, შესაძლებელია რეალი-ლივერპული.

ამ ახალი წესის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში უკვე აკრძალულია სამი მატჩი: ლივერპული-რეალი, ინტერი-არსენალი და იუვენტუსი-ბენფიკა.

წესი არ ეხება ფლეი ოფს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები