გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

US Open-ზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

გააზიარეთ

US Open-ზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის ეს ფავორიტებმა მარტივად მოახერხეს, ქალთა შორის კი საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ჩოგბურთელების დიდი ბრძოლების გადატანა მოუწიათ.

კარენ ხაჩანოვმა ბელგიელ ალექსანდერ ბლოკხს ორი სეტი მოუგო, მესამესაც უგებდა, მაგრამ მეტოქემ თამაში შეწყვიტა.

ალექსანდრ ზვერევმა კი, სამ სეტში მოუგო ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპს – 6:2; 7:5; 6:1. აქ ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო, პირველი და მესამე გერმანელმა მარტივად წაიღო.

შედეგად, ნახევარფინალში ტიაფო-შელტონი და ზვერევი-ხაჩანოვი ითამაშებენ.

ქალთა შორის ჩინელი ქინვენ ჟენგმა პირველი სეტი ყაზახ ელენა რიბაკინას 6:3 მოუგო, მაგრამ მომდევნო ორი (1:6; 4:6) დათმო და ოთხეულში მეტოქე გაუშვა.

კოკო გაუფი მირა ანდრეევასთან (2:6) ჩამორჩა. რუსი მეორე სეტში ახლოს იყო მატჩის მოგებასთან, მაგრამ კოკომ ტაი ბრეიკზე ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინა, სეტი (7:6) წაიღო, ხოლო მესამეში მეტოქე უშანსოდ დატოვა – 6:2.

რიბაკინა-გაუფის გამარჯვებული ფინალში საბალენკა-პეგულას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი