გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

აზაროვის საგოლე პასი და სხვა ქართული ამბები

გააზიარეთ

UEFA-ს ევროპალიგის ფაზის მეექვსე ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ავსტიული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს დიდი ვერაფრით დაეხმარა.

შტურმს ოთხი ქულა დარჩა და მომდევნო ტურში ფეიენოორდს ესტუმრებიან. ავსტრიელებს ჯერ კიდევ აქვს ფლეი ოფში მოხვედრის შანსი, მაგრამ ამისათვის ორივე თამაშის მოგებაა საჭირო, რაც რთული საქმე იქნება.

გადავინაცვლოთ UEFA-ს კონფერენსლიგაზე, სადაც ძირითადი ფაზა ექვსტურიანი და მეხუთე გაიმართა.

გურამ კაშიას სლოვანი შკენდიას ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. კაშია სასტარტო შემადგენლობაში იყო, ქართველი მცველი ვლადიმირ ვაისმა 72-ე წუთზე შემტევით, ტიგრან ბარსეღიანით შეცვალა.

სლოვანს ხუთი თამაშიდან სამი ქულა აქვს და ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

უნივერსიტატიამ პრაღის სპარტას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველ ნახევარმცველს, ანრი მექვაბიშვილს 38-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი მიეცა, მაგრამ 11 მეტრიდან ბურთი კარს გადააცილა. ჩვენებური 57-ე წუთზე შეცვალეს.

უნივერსიტატიას შვიდი ქულა აქვს და ბოლო ტურში ათენში აეკ-ს ესტუმრება.

გადავიდეთ კარგ ამბებზეც: ირაკლი აზაროვის შახტარი მალტაზე ჰამრუნ სპარტანსს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

ჩვენებური სასტარტო შემადგემლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ, მანამდე აქტივში საგოლე პასის ჩაწერა მოასწრო – 61-ე წუთზე ლუკა მეირელეშს გაატანია.

აზაროვს დონაბასურ გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა.

შახტარს 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. უკრაინულმა გუნდმა ფლეი ოფი უკვე დაიბევა, მაგრამ გულში მომავალ ეტაპზე კარგი ადგილით შესვლა ამოუჭრია. საამისოდ, მოდევნო ტურში რიეკას კრაკოვში დასჭირდება.

გაბრიელ სიგუას ლოზანა ფინეში კუპს-ს ესტუმრა. სიგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან შეუცვლელად ითამაშა და 96-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩი 0:0 მორჩა.

ლოზანა რვა ქულით მე-16 ადგილზეა და ფლეი ოფის ზონაშია, მომდევნო ტურში კი, ფიორენტინას მასპინძლობს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები