გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

უკრაინამ პოლონეთიდან ესპანეთში გადაინაცვლა

გააზიარეთ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, იქაური ნაკრები საშინაო მატჩებს სხვდასხვა ქვეყნებში ატარებს. მარტში უკრაინელებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის მატჩები უწევს და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით ესპანეთში ითამაშებს.

ფლეი ოფის ნახევარფინალი მატჩი უკრაინასა და შვედეთს შორის ვალენსიაში, ლევანტეს სტადიონზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ამავე არენაზე პოლონეთსა და ალბანეთს შორის გამარჯვებულს დაუხვდებიან.

ბოლოს უკრაინის ნაკრები საშინაო მატჩებს პოლონეთში ატარებდა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, შანსი ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. შედეგად, უკრაინულმა მხარემ სხვა ქვეყანა აირჩია, რათა ფორმალურად საშინაო შეხვედრა, გასვლით მატჩად არ გადაიქცეს.

შეგახსენებთ, ფლეი ოფის ნახევარფინალი 2026 წლის 26 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალი – 31 მარტს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები