გამოგვიწერეთ

MMA

ალექსანდრე თოფურიას სავარაუდო მეტოქე ცნობილია

გააზიარეთ

MMA-ს წრეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ალექსანდრე თოფურიას მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, უცხოური წყაროები მის პოტენციურ ოპონენტად ამერიკელ მალკოლმ ველმეიკერს ასახელებენ.

ველმეიკერი სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი იმედისმომცემი წარმომადგენელია, რომელსაც პროფესიულ კარიერაში 10 მოგება და არც ერთი მარცხი არ აქვს. მისი გამარჯვებებიდან ექვსი ნოკაუტითაა მოპოვებული. ახალგაზრდა მებრძოლმა UFC-სთან კონტრაქტი “კონტენდერ სერიებზე” წარმატებული გამოსვლის შემდეგ გააფორმა და უკვე ორი ბრძოლა პირველ რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ თავისი სადებიუტო შეხვედრა კოლბი სიქნესის წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად MMA