გამოგვიწერეთ

რაგბი

არესმა ბონუსით მოიგო და მდევარს დაშორდა

გააზიარეთ

crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ მატჩში, ლიდერმა ქუთაისის არესმა თბილისის წიქარას 24:13 სძლია და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც გამოიმუშავა.

შედეგად, არესს 43 ქულა მოუგროვდა და უახლოეს მდევარ ბათუმს, რომელიც ტურის თამაშს კვირას გამართავს, ცხრა ქულით დაშორდა. წიქარა ნუგეშ-ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ დასკვნით წუთებში გადამწყვეტი ლელოს გატანა ვერ მოახერხა და 21 ქულით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე რჩება.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, მასპინძლები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და სოსო მათიაშვილმა თბილისელები ორი ჯარიმით დააწინაურა. თუმცა, არესელმა იაგო ხაბულიანმა ორი ლელოთი უპასუხა. სანდრო ფურცხვანიძემ ერთი გარდასახა და ტაიმი 12:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელებმა არსენ მაჩალაძის ლელოთი უპირატესობა გაზარდეს; შემდეგ ეპიზოდში სტუმრების შერკინება დაჯარიმდა და წიქარა საჯარიმო ლელოთი დაისაჯა – 24:6.

წიქარამ გაიბრძოლა. ნიკა ლავრელაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მათიაშვილმა კი გარდასახა, მაგრამ სულ ეს იყო…

მატჩის საუკეთესო მოთამაშე არესელი ზურა ოდიკაძე გახდა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი