გამოგვიწერეთ

რაგბი

ხარებმა ლელო ამერიკელი მსაჯით დაამარცხა

გააზიარეთ

crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურის მორიგ მატჩში რუსთავის ხარები ლელოს ესტუმრა და 17:10 აჯობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოდგა და ორმხრივ შეტევებში, გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. პერიოდულად, ორივე გუნდს ქონდა თვალსასეირო მომენტები, მაგრამ დასკვნით ფაზებში ცდებოდნენ, ან დაცვა ირჯებოდა კარგად და ამის გამო ბევრი სალელოვე მომენტი გაფუჭდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და დამსახურებული გამარჯვების მოპოვება.

შედეგად, ხარებს 11 ტურის შემდეგ 30 ქულა მოუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე გამაგრდა. ლელოს ნუგეშ-ქულა ერგო და 23 ქულით, ჯერჯერობით, მეხუთე ადგილზე რჩება. თუმცა, დიდი შანსია, ამავე ტურში ხვამლი-არმიას თამაშის შემდეგ მისი დათმობა მოუწიოს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველი ვასილ ზღუდაძე გახდა.

ჰო, მატჩი ამერიკელმა რეფერიმ, მაიკლ ლოურენსონმა იმსაჯა…

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი