გამოგვიწერეთ

ფარიკაობა

ბაზაძის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

გააზიარეთ

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ წელს მეორე საერთაშორისო მედალი აიღო. ჩვენებურმა კაიროს მსოფლიო თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ბაზაძემ საქმეში 1/32 ფინალიდან ჩაერთო და ინდოელ კარან სინის აჯობა; შემდეგი გაჩერება იაპონელი კაირო სტრიტსი იყო და 15:4 მოუგო; მერვედფინალში კი, რუსი პაველ გრაუდინი 15:7 დაამარცხა; სანდრომ მეოთხედფინალში ამერიკელ ვილიამ მორილს 15:10 სძლია, რითიც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ბაზაძე უფრო მაღალი სინჯისკენ სამხრეთკორეელმა სანგუკ ოჰმა არ მიუშვა, ვისთანაც 8:15 დამარცხდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფარიკაობა