გამოგვიწერეთ

ფარიკაობა

სანდრო ბაზაძემ 2026 წელს პირველი მედალი მოიპოვა

გააზიარეთ

სამხრეთ კორეაში მოფარიკავეთა გრან პრი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ წლის პირველი მედალი მოიპოვა.

ჩვენებურმა 1/32ფინალში იაპონელ იუტო რიკიკატეს 15:9 აჯობა; 1/16ფინალში თურქი ფურკან იამანი 15:6; 1/8 ფინალში არც ფრანგი მარკო  მასტრულო დაინდო – 15:6; მეოთხედფინალში ფრანგ რემი გარიგი 15:14 დაამარცხა; თუმცა, ნახევარფინალში ასევე ფრანგ მაქსიმ პიამენტისტისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

როგორც გითხარით, 2026 წელს ეს ბაზაძისთვის პირველი მედალია. უახლოეს პერიოდში კი, წინ რამდენიმე ტურნირი ელის: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი (15-17 მაისი), კაიროს მსოფლიოს თასი (22-23 მაისი) და ტალინში გასამართი ევროპის ჩემპიონატია (16-21 ივნისი).

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფარიკაობა