გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბათუმმა სერია გაათანაბრა, ორბმა მოედანი მოიგო

გააზიარეთ

საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩებში ანგარიში გათანაბრდა. ერთია, თსუ-მ მოედნის უპირატესობა დაკარგა.

ბათუმი-ქუთაისი 90:82

(20:11; 14:14; 25:29; 31:28)

ზღვისპირელებმა, რომლებმაც მეტოქეს ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ამჯერადაც „თბილისი არენაზე“ უმასპინძლეს, პირველი მატჩისგან განსხვავებით, სტარტზევე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და ქუთაისი 90:82 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მატჩი ბათუმელთა სრული დომინაციით დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გუნდმა პირველივე მეოთხედში მოახერხა ცხრაქულიანი ფორის მოპოვება, რაც მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბათუმელებმა დაცვაში გაცილებით მაღალი კონცენტრაცია აჩვენეს და მეტოქეს იოლი ქულების მოპოვების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ კოტე ტუღუშის შეგირდებმა მეორე და მესამე პერიოდებში თამაში გაათანაბრეს, ბათუმის გამარჯვებას საფრთხე არ შექმნია.

გამარჯვებულთა შორის გიორგი ოჩხიკიძემ 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა; აკაკი დვალიშვილმა და მაირინ ტომასმა 17-17 ქულა მოინაგრეს; ქუთაისელთა მხრიდან საუკეთესო ტაირი ბოიკინმა 23 ქულა მოაგროვა; დეტრეკ ბრაუნინგმა 19 ქულა და 8 პასი ჰქონდა, ხოლო გიორგი სულაბერიძეს – 18 ქულა და 8 მოხსნა.

სერია ახლა ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ორი შეხვედრა მატჩი გაიმართება. თუ საქმე მეხუთე, გადამწყვეტ მატჩამდე მივა, ბათუმი უკვე საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.

თსუ-ორბი 85:91

(21:24; 13:28; 24:18; 27:21)

მატჩი ნამდვილ საკალათბურთო თრილერად იქცა. რომელიც, ერთი შეხედვით, სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თსუ-ს საოცარ ჩამორჩენას აბათილებდა, მაგრამ ირაკლი ტომარაძის გუნდმა კრიტიკულ მომენტში ხასიათი გამოავლინა და 91:85 იმარჯვა.

ორბმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და მეორე მეოთხედში (28:13) მოწყობილი გაქცევის შემდეგ, დიდ შესვენებაზე სოლიდური ფორა შეიქმნა. მესამე პერიოდში სხვაობა 18 ქულამდეც გაიზარდა, რაც ბევრი გულშემატკივრისთვის მატჩის ბედის გადაწყვეტის ტოლფასი იყო. თუმცა, სტუდენტებმა დანებება არ ისურვეს, მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე წინაც გავიდნენ – 77:75. თუმცა გადამწყვეტ წუთებზე ტყიბულელთა ლიდერების სიზუსტემ სტუმრებს გამარჯვება, სერიაში თანაფარდობა და მოედნის უპირატესობა მოუტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკ ფრიმენი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 7 პასი დააგროვა; სტუმართა რიგებში ბრწყინვალე იყო შონ მურიც, რომელმაც 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა; თსუ-ს მხრიდან 21 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე; მიხეილ ბერიშვილმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა,

სერია ტყიბულში გადაინაცვლებს, სადაც მომდევნო ორი მატჩი 13 და 15 მაისს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი