გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

გააზიარეთ

მაიამის 1 000-იან მასტერსს ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში გამოეთიშა. ჩვენებურის მეტოქე არგენტინელი მარიანო ნავონე იყო და მატჩიც ორ სეტში მორჩა – 6:7; 3:6.

ბასილაშვილმა პირველ სეტში ორ სეტ-პოინტი ვერ გამოიყენა და საქმე ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც ასევე ორი სეტ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა.

მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებს კი იგებდნენ, სანამ მერვე გეიმის დრო არ დადგა. იქ კი, არგენტინელმა ბრეიკი გაახერხა და მატჩის წაიღო.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მეტოქე დაამარცხა და ძირითად ბადეში ასე მოხვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი