გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მონპელიეს პირველივე წრეში გამოეთიშა

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს ტურნირს (საპრიზო ფონდი 612 620 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.

33 წლის ქართველი მსოფლიოს 106-ე ჩოგანს, იტალიელ ლუკა ნარდის გაეჯიბრა და 3:6, 3:6 წააგო. მატჩი საათსა ხუთ წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, ასე გაგრძელდა ექვსი გეიმი. მეშვიდე გეიმში იტალიელმა ბრეიკი გაახერხა, რასაც კიდევ ერთი მეცხრე გეიმში მიაყოლა და სეტიც მარტივად წაიღო.

დაახლოებით ანალოგიურად მიმდინარეობდა მეორე სეტიც: ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებს იგებდნენ, სანამ მერვე გეიმი არ დადგა, სადაც ბრეიკი ისევ იტალიელმა გაახერხა, შემდეგ საკუთარიც მიაყოლა და მატჩიც.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი