გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მაიამის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის 1 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მეტოქე დაამარცხა და ძირითად ბადეში ითამაშებს.

ჩვენებურმა ნახევარფინალში მასპინძელი პატრიკ კიპსონს ორ სეტში აჯობა – 6:3: 6:1. თამაში სულ 56 წუთს გაგრძელდა. ფინალში კი იაპონელ შო შიმაბუკუროს 6:2; 6:1 მოუგო. აქ კი, გამარჯვებისთვის ექვსი წუთით მეტი დასჭირდა.

ბასილაშვილის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

ქალთა კვალიფიკაციის ნახევარფინალში დამარცხდა ეკატერინე გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელ ტალია გიბსონთან ორ სეტში წააგო – 3:6; 2:6.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი