გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა ერთ დღეში ორჯერ მოიგო

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაწყებულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 612 620 ევრო) ერთ დღეში ორი მატჩი მოიგო და ძირითად ბადეში გავიდა.

ბასილაშვილი კვალიფიკაციაში პირველი განთესვით ჩაება და პირველი შეხვედრაში პოლონელ დანიელ მიხალსკის 6:4; 7:5 სძლია. მატჩი საათსა 44 წუთს გაგრძელდა.

კვალიფიკაციის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრიელი იური როდიონოვი იყო, რომელსაც სამ სეტში – 6:4; 0:6; 6:3 აჯობა. სამი სეტის მიუხედავად, ეს ჯახო პირველზე ოთხით ნაკრელ წუთში დამთავრდა.

ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე ძირითად ბადეში მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც კვალიფიკაციის ყველა მატჩი დასრულდება.

დღესვე ბუქარესტის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე, ვინაც კვალიფიკაციის პირველივე წრეში ესპანელ დანიელ მერიდასთან 1:6; 2:6 წააგო.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი