გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის ოთხიანები და ორლანდოს ფლეი ოფი

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორლანდო მინესოტას ესტუმრა და 119:92 დაამარცხა. ეს ფლორიდელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და გუნდიც ფლეი ოფის ზონაში შევიდა.

ცუდი ის არის, რომ ზედიზედ ორი კარგი თამაშის შემდეგ გოგა ბითაძეს ამჯერად მცირე დრო მიეცა და ჯამალ მოსლიმ მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გოგამ ბოლო 03:48 წუთი ითამაშა და გუნდს 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასის შესძინა. ჩვენებურის ორი ორქულიანიდან ზუსტი ერთი იყო, ხოლო ორივე საჯარიმო უშეცდომოდ ესროლა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბითაძემ ოთხივე მოხსნა მეტოქის ფარზე გააკეთა.

ორლანდოს 34 მოგება და 28 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეექვსე ადგილზე აინაცვლა. „ჯადოქრები“ მომდევნო მატჩს სტუმრად, მილუოკისთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი