გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ და ბითაძე – მეზობლები ფლეი ოფის ზონაში

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა, ორივემ მოიგო და ორივეს კარგი თამაში გამოუვიდა.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ დალასს უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა.

ჩვენებური საქმეში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 17:32 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. სანდრომ სამივე ორქულიანი ჩააგდო, ექვსი ორქულიანიდან ზუსტი ორი აღმოჩნდა, ხოლო ორი საჯარიმოდან – ერთი. მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო.

გოგა ბითაძეს წუთები ამჯერადაც „გაკეთებულ“ თამაშში მისცეს. გოგამ პარკეტზე ბოლო 8:23 წუთი გამოჩნდა. მაშინ ორლანდო მოლუოკის 31 ქულას უგებდა, საბოლოოდ კი, 130:91 იმარჯვა.

შეიძლება ითქვას, ბითაძემ მცირე დრო გამოიყენა – 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი. ჩვენებურმა სამივე ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამიანი ააცილა, ხოლო ოთხი საჯარიმოდან ზუსტი ერთი იყო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას ფლორიდელებმა რვა ქულით მეტი ჩააგდეს.

ქართველები კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან: ტორონტო (36 მოგება, 27 წაგება) მეხუთეა, ორლანდო (35/28) – მეექვსე.

ტორონრო მომდევნო ჰიუსტონში ითამაშებს, ბითაძის გუნდი კი, კლივლენდს დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი