გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბოლო წამზე დაკარგული განთესვა

გააზიარეთ

გაწითლებული დრო იყო იაპონიამ ჯარიმა რომ დაარტყა და…

ნოემბრის ტესტ-მატჩების ყველა საინტერესო და უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხზე იაპონიას დაუხვდა და 23:25 დამარცხდა.

ამ ჯახს პრინციპულ მნიშვნელობას ისიც ანიჭებდა, რომ დამარცხებული 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრისას ცუდ განთესვას მიიღებდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაქვეითდება, 12 საუკეთოსოს მიღმა აღმოჩნდება და მსოფლიო თასს მეორეს ნაცვლად მესამე კალათაში შეხვდება.

თამაში ჩვენი შეტევით დაიწყო და თედო აბჟანდაძის გატანილი ჯარიმით დასრულდა. იაპონიამ იქვე გვიპასუხა. მერე ლელოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ შეტევაში უხეშად შევცდით და ლამის 80-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს. აზიელებმა მალევე ჯარიმის უფლება მიიღეს და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს – 3:13; ეს სტატუკვო კიდევ ორჯერა დაფიქსირდა – გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს.

ბოლო 15 წუთი კარგი რაგბი ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვით მანამდელ პერიოდზე. ეს ანგარიშშიც აისახა: ჯერ დემურ თაფლაძემ, შემდეგ კი თორნიკე კახოიძემ ლელოები დადეს, აბჟანდაძემ ორივე გარდასახა და ორი წუთით ადრე 23:22 დავწინაურდით. გამარჯვება ძალიან ახლოს იყო, ძალიან, მაგრამ…

იაპონელთა ცემტრიდან შეყვანილი ბურთი ავიღეთ, საჭირო იყო ეს ორი წუთი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ბურთის დაკარგვაც „მოვახერხეთ“ და ჯარიმის „აკიდებაც“. იაპონელმა კი არ გააცუდა და…

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები