გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრების წარმატებული დებიუტი

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა რაგბის ნაკრებმა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მასპინძელი რუმინეთი დიდი ანგარიშით, 43:0 დაამარცხა.

ისტორიული შეხვედრა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში გაიმართა. გიორგი მაისურაძის შეგირდები სრულად დომინირებდნენ და მეტოქეს შვიდი უპასუხო ლელო გაუტანეს.

პირველ ტაიმში თავი ნინო წიკლაურმა, მარიამ ბერანძემ და თეონა ჩიტაიშვილმა გამოიჩინეს; ჩიტაიშვილმა მონაგარს ერთი გარდასახვაც შემატა – 17:0.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა რუმინეთს კიდევ ოთხი ლელო დავუდეთ: 5-5 ქულა ანა კაპანაძემ, ანანო ხაბულიანმა, მანონი საღარაძემ და ლიკა ხუფენიამ მიითვალეს. ჩიტაიშვილმა ოთხი გარდასახვა გამოიყენა და ისტორიაში პირველი გამარჯვება დააფიქსირა – 43:0.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები