
სუპერლიგის მე-17 ტური თელავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ტყიბულის ორბს უმასპინძლა და 74:84 დამარცხდა.
თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა ანატოლი ბოისას, რომელმაც ორი დღის წინ თასის გათამაშებაში რუსთავს სძლია. ბოისამ წარმატებული სვლა ვერ გააგრძელა. არადა, მთელი პირველი ნახევარი ლიდერობდა და მეორეშიც კარგა ხანს წინ იყო. დიდ შესვენებაზე თელაველები 44:38 იგებდნენ, მაგრამ გასახდელიდან დაბრუნებული ტყიბულელები შედეგიანად ათამაშდნენ.
მესამე პერიოდში ორბმა გარდატეხა მოახდინა. ათწუთეული 21:12 მოიგო და ბოლო პერიოდს ლიდერად შეხვდა. იმერლებმა გადამწყვეტ მომენტში მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და მეცხრე გამარჯვება მიითვალეს.
კიდევ ორივე მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა: კსუ უფრო ახლოს იყო მოგებასთან, რადგან რუსთავთან თანაბარ ანგარიშზე ბოლო შეტევა მისი იყო. თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ელაია ბიუქენენმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო შეტევისას რუსთაველებს ბურთი გვერდით ხაზს მიღმა გაექცათ, მაგრამ დაკარგვის საშიშროების გამი ლუკა მაზიაშვილმა ნახტომში შემოაბრუნა, მაგრამ კვლავ ბიუქენენის ჩაუვარდა ხელში, ვინაც საჯარიმოს ხაზიდან ესროლა და საფინალო სირენასთან ერთად კალათში ჩაეშვა – 69:67 და რუსთავმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმმა ქუთაისს დედაქალაქში უმასპინძლა. ბოლო პერიოდი ქულა-ქულაში მიდიოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე. ბოლო წუთზე ქულას ბათუმი იგებდა, როცა მარკუს გილსონზე დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა საჯარიმოებით ქუთაისი 82:81 დააწინაურა. დასრულებამდე 34 წამი იყო და ბათუმელებმა შეტევისთვის განკუთვნილი მთელი 24 წამი გალიეს და ბოლოს უხერხული სიტუაციიდან გიორგი ოჩხიკიძემ სამქულიანი ააცილა. ქულით წინ მყოფი ქუთაისი დასრულებამდე 10 წამით ადრე შეტევაზე გადავიდა. ბათუმელებმა ვერ მოასწრეს ტაქტიკური ჯარიმის აღება, მაგრამ ქუთაისელთა ლეგიონერ დეტრიკ ბრაუნინგს შორი პასი არ გამოუვიდა და ბურთი თამაშის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე ბურთი ბათუმს გადაეცა. თუმცა, სიტუაციის გარჩევისას ბათუმელებმა ტექნიკური ჯარიმა მიიღეს და ბრაუნინგმა ბონუს-სროლა ვერ გამოიყენა. არადა, რომ ჩაეგდო… ბათუმელებმა ბურთი შემოიტანეს, რომელიც გამოცდილმა აკაკი დვალიშვილმა მიიღო, ქუთაისელთა ფარისკენ დაიძრა და გამარჯვების ბურთი მოხდენილად ჩატენა – 83:82. დარჩენილ 1.2 წამში ქუთაისმა სამქულიანით კი შეუტია, მაგრამ ბრაუნინგის სროლა უზუსტო აღმოჩნდა. ამ გამარჯვებით ბათუმმა ქუთაისს გადაასწრო და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. მაგრამ დაკარგული ქულებით ლიდერი თსუ-ა, რომელსაც ბათუმზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 2 საათის agoმუნდიალის ნახევარფინალური მატჩისთვის საფრანგეთისა და ესპანეთის შემადგენლობები ცნობილია
გააზიარეთმსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1/2 ფინალი...
ავტორი Giorgig -
კალათბურთი
/ 8 საათის agoმამუკელაშვილი: ლეიკერსში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ
გააზიარეთსანდრო მამუკელაშვილს ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ახალი გუნდის მატჩს უკვე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 10 საათის agoგალამაზებული მალთაყვა საუკეთესო სპორტსმენებს ელოდება
გააზიარეთ1991 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, პირველ ხმაურიან ტურნირს უმასპინძლა – ევროპის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი