გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა

გააზიარეთ

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ნიუ ორლეანი უმასპინძლა და 119:106 დაამარცხა.

მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გუნდის მოგებაში დიდი წვლილიც შეიტანა. ჩვენებურს 21:25 წუთში ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა – 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ჩვენებურმა ცხრიდან ოთხი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნის დროს ტორონტომ ნიუ ორლეანზე ცხრა ქულით მეტი მოინაგრა.

კანადელები 41 მოგებითა და 32 მარცხით კონფერენციაში მეხუთე ადგილზე დაწინაურდნენ, მომდევნო მატჩი კი, გოგა ბითაძის ორლანდოსთან აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი