გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გადრანი ისრაელში გოლით დაბრუნდა

გააზიარეთ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მომვლენების გამო შეწყვეტილი ისრაელის ჩემპიონატი განახლდა და ლუკა გადრანი გოლით გამოირჩა.

ჩვენებურის ბეითარ იერუსალიმი შინ ტვერიასთან დაუხვდა და ჩვენებურის დახმარებით 3:2 დაამარცხა.

არადა, ბეითარი პირველ ტაიმში 0:2 ჩამორჩა. ეს ანგარიში მეორე ტაიმშიც დიდხანს ენთო ტაბლოზე; 73-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გადრანმა დაასწრო და მატჩის შემოტრიალება დაიწყო; დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ორი გაიტანეს და საჩემპიონო რბოლაში დარჩნენ.

ბეითარ იერუსალიმი 54 ქულით მეორეა და ლიდერ ჰაპოელ ბეერ შევას ორით ჩამორჩება. მომდევნო მატჩი კი, სტუმრად თანაქალაქელ ჰაპოელთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები