გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ქოჩორაშვილი არსენალთან უთამაშებლად დამარცხდა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირველ სათამაშო დღეს გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი შინ ლონდონის არსენალს დაუხვდა და 0:1 წააგო.

ძალიან „მკვდარი“ თამაში იყო. მომენტები ნაკლებად იქმნებოდა და ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა. თუმცა, მსაჯის მიერ კონპენსირეულ დროში არსენალმა თამაში მოიგო. გაბრიელ მარტინელის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კაი ჰავერცმა გამარჯვების გოლი გაიტანა და არსენალმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

აი, მეორე თამაში კი, ევროპული კლასიკო იყო – რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ბაიერნი უკეთესი იყო და ლუის დიასის გოლით დაწინაურდა. ვერ გეტყვით რა უთხრა არბელოამ ფეხბურთელებს შესვენებაზე, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წამში ჰარი კეინმა ანგარიში ორამდე გაზარდა და ბაიერნმა კომფორტული უპირატესობა მიიღო. რეალმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ 74-ე წუთზე კილიან მბაპემ ერთი გოლი გაქვითა და საპასუხო მატჩის წინ მცირე შანსი დაიტოვა.

8 აპრილს ხვიჩა კავარაცხელიას პსჟ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს უმასპინძლებს, ხოლო მეორე მატჩში ურთიერთობას მადრიდის ატლეტიკო და ბარსელონა გაარკვევენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები