გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გარეჯმა იბერიასთან ქულა გადაარჩინა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში იბერია საკუთარ მოედანზე გარეჯს დაუპირისპირდა და კვლავ გამარჯვების გარეშე დარჩა.

მოქმედი ჩემპიონი მეორე ნახევრის პირველივე წუთებში ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით დაწინაურდა, თუმცა შეხვედრის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 87-ე წუთზე ლევან პაპავამ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.

იბერიას უკვე სამი შეხვედრაა გამარჯვება არ უგემია (ორი მარცხი და ერთი ფრე).

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს, რომელიც კლუბს გამოეთხოვა, ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს.

თბილისური კლუბი ამ დროისთვის 53 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში 3 ოქტომბერს გაგრას დაუპირისპირდება.

გარეჯი კი 24 ქულით მერვე პოზიციას ინარჩუნებს და მომდევნო ტურში ტორპედოსთან გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი