გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გია ჭიაბრიშვილი დავით კერესელიძეზე: “ეს რაღაც მხრივ ჩვენი შეურაცხყოფაც არის”

გააზიარეთ

ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გადაცემა “სპორტი იმედზე” ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტ დავით კერესელიძეზე და კლუბის განვითარებაზე ისაუბრა.

“ხშირად ვუსმენ ტორპედოს პრეზიდენტს და იმ ნაწილში არ ვეთანხმები, რომ ქართველი მწვრთნელები თითქოს გადამზადებას საჭიროებენ და კლუბებში აუცილებლად უცხოელები უნდა მუშაობდნენ. ეს რაღაც მხრივ ჩვენი, ქართველი სპეციალისტების შეურაცხყოფაც არის. თუმცა ერთ რამეში მადლობა ნამდვილად მინდა გადავუხადო: მცირე დროში, რაც გუნდი ჩაიბარა, სულ აუმჯობესებს ბიუჯეტს.

ახლა კი პირველი პრეცედენტი მოხდა – მამუჩაშვილი 650 ათასად გადმოიყვანეს. მგონი პირველად მოხდა, რომ ქართულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერი თანხის სანაცვლოდ გააკეთა. აღარ არის ის პერიოდი, როცა მოთამაშეებს ქუჩიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით ან ტრავმის შემდეგ ვიმატებდით. მამუჩაშვილი თამაშობდა შერიფში, ძირითადის ფეხბურთელი იყო და რეალურად ლიდერის სტატუსით მოიყვანეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგათ, ორდაბასთან გამოვარდებოდნენ. ნახეთ, რამდენჯერ ჩაჭრა, რამდენჯერ შეაფერხა მეტოქის თამაში და როგორ იბრძოლა ორივე შეხვედრაში,” — განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი